კლოპი: “ეს სიტის დამარცხების ერთადერთი გზაა” 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “ლივერპულმა” პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა – მერსესაიდელებმა ბოლო ორი სეზონის ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგეს და 12 ტურის შემდეგ, 8-ქულიანი ჰანდიკაპით გალიდერდნენ.

ამ ყველაფრის შემოქმედი იურგენ კლოპი გახლავთ, რომელმაც მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” დამარცხების სქემაზე ისაუბრა.

“მეტოქე მართლაც კარგად გამოიყურებოდა. იძულებული ვიყავით, თავი მთელი ძალით დაგვეცვა, მაგრამ საბედნიეროდ, მალევე საოცარი გოლები გავიტანეთ. 

მთლიანობაში, ძალიან რთული თამაში გამოვიდა, უმაღლესი ტემპით. ჩემი ფეხბურთელები სრულად კონცენტრირებულნი და გამარჯვებაზე ორიენტირებულნი იყვნენ – ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც “სიტის” დამარცხებაა შესაძლებელი. 

ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, სადაც ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებდით, მაგრამ მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ, რითაც კმაყოფილები ვართ”,-თქვა გერმანელმა თავკაცმა.

კლოპი: “ეს სიტის დამარცხების ერთადერთი გზაა” 

სტატიის ავტორი
-