კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? – ნაკრების თავდამსხმელს რამდენიმე არჩევანი აქვს 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კარიერა შესაძლოა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული იტალიური გამოცემის DAZN-ის ჟურნალისტი, ორაციო აკომონდო ავრცელებს.

“ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე “ლეჩეს“, “ტორინოსა” და “გალათასარაის” შესთავაზეს, რომელმაც ლიგა 2-ის სამ ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო წინა სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა”, – წერს ორაციო აკომონდო.

მეცის” 21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩში “ვალენსიენთან” – 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე 88 წუთი გაატარა და საბოლოო ჯამში, Sofascore-ის ვერსიით, 7.9 შეფასება დაიმსახურა. ამ მხრივ, სათამაშო კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მიქაუტაძის შეფასება მესამე იყო.

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? – ნაკრების თავდამსხმელს რამდენიმე არჩევანი აქვს 

სტატიის ავტორი
-