“ბარნლი მიქაუტაძისთვის ბრძოლას გამოეთიშა” – ევროპული მედია ქართველის ტრანსფერზე საუბრობს
ფრანგული მედიის ინფორმაცით, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული “ბარნლი” საქართველოს ნაკრების და “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. “ინგლისურმა გუნდმა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს, “მეცს” 15 მილიონი ევრო შესთავაზა გიორგი მიქაუტაძის დასამატებლად, თუმცა უარის შემდეგ ვენსან კომპანის გაწვრთნილი გუნდი მოლაპარაკებებს ტოვებს. მართლაც, ინგლისურ კლუბს არ სურს ყულაბის გატეხვა, რათა ქართველი ფეხბურთელი დაიმატოს, რომელიც […]
გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში სერენს გაუტანა | VIDEO
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]
L’Équipe: “მეცი მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონზე უარს ამბობს, მინიმუმი 20 მილიონია…”
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული სპორტული გამოცემა “L’Équipe“, 22 წლის ქართველი ფორვარდის – გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ფრანგული გამოცემის მიხედვით, “მეცმა”, გიორგი მიქაუტაძის მიმართ, “ბარნლის” მხრიდან პირველ ოფიციალურ 15 მილიონიან შეთავაზებაზე უარი არაერთხელ განაცხადა და ყველაზე ცოტა, რამდენსაც ქართველ ფორვარდში ითხოვენ 20 მილიონია. ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არჩეული გიორგი მიქაუტაძე (23 გოლი, […]
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა შესაძლოა ,,ლაციოში” გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, რომაულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ,,მეცს”, რომელიც მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იასპარეზებს, წინადადებით უკვე მიმართა. იტალიურ მედიაში ჟორჟის მიმართ სხვა გუნდების ინტერესზეც იწერებოდა, მათ შორის ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,მილანიც” იყვნენ. გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა […]
მეცის მწვრთნელი: “ქარის საწინააღმდეგოდ ვერ ვივლით – თუ შემოთავაზება მოვა მიქაუტაძეს გავუშვებთ”
“მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და მისი გუნდიდან პოტენციური წასვლის შესახებ ისაუბრა. “ჩემს თავს ვეუბნები, რომ გიორგი მიქაუტაძე “რენს” გაუტანს (ლიგა 1-ის სეზონის პირველ მატს “მეცი” “რენის” წინააღმდეგ გამართავს). სერიოზულად, ამაზე არ ვფიქრობ. ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. თუ არის შემოთავაზების პაკეტი, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობისთვის საინტერესო იქნება, ისინი ამაზე უარს ვერ […]
ფრანგული მედია: მიქაუტაძის სურვილი ლიონში დაბრუნებაა
ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიებს აქვეყნებს და წერს, რომ ფეხბურთელის სურვილი ლიონის “ოლიმპიკში” დაბრუნებაა. “მეცის” ფეხბურთელი ძალიან პოპულარულია “ბარნლიში”, რომელიც პრემიერ ლიგაში დაწინაურდა, მაგრამ ის თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობს. თავად კლუბმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დაახლოებული პირისგან შეიტყო. გიორგი მიქაუტაძის დამატებისთვის “ლიონმა” სულ მცირე 10 […]
ფრანგული მედია: “ჩაკვეტაძის ტრანსფერი ჯერ ისევ შორსაა – ქართველი მეცში შესაძლოა ვერ გადავიდეს”
ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და ბრატისლავის “სლოვანის” შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ფრანგულ “მეცში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გენერალურ მენეჯერს, პიერ დრეოსის 48 საათი სთხოვა, რათა 23 წლის ქართველის ძალები გააანალიზოს. სტატიას, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს – “გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი “მეცში” ჯერ კდიევ შორს არის” – ასეთი […]
მეცის დირექტორი: “გიორგი მიქაუტაძემ შეიძლება დაგვტოვოს”
ფრანგული “მეცის” სპორტულმა დირექტორმა, პიერე დრეოსიმ ლიგა 1-ში დაბრუნებული გუნდის მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა გუნდი გიორგი მიქაუტაძემ დატოვოს. “ჩვენ უნდა ვენდოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც “მეცს” ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარნენ. ამის შემდეგ, ლიგა 1 სხვა თვისებებს მოითხოვს, ამიტომ ვეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გაშვების შეზღუდვით უნდა […]
“ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსში მიქაუტაძე იქნება” – იტალიაში ქართველის ტრანსფერი აქტუალურია
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს. 22 წლის ქართველი ფორვარდი კვლავაც ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროშია, თანაც ამ ყველაფერს ის გარემოება ემატება, რომ “ბიანკონერის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხდება, ის ადამიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. “ნაპოლიდან” წამოსვლის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლი “იუვენტუსში” მიდის და თან ნიჭიერ ფეხბურთელებს დაეძებს. სიაში “იუნიონ […]
მორიგი აღიარება: მიქაუტაძე საფრანგეთში სეზონის აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა. “მეცის” ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და მას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა. გარდა ამ პრიზისა, 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე […]
ქართველი ფეხბურთელების შეფასება შოტლანდიასთან მატჩში
ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. “ჰემპდენ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო, რამაც მოედანზე არასახარბიელო სათამაშო პირობები შექმნა და მატჩის სანახაობრიობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამინდობის გამო მე-10 წუთზე მთავარმა არბირტმა მატჩის დროებით […]