ოფიციალურად: ამერიკულმა კომპანიამ “მილანი” €1.2 მილიარდად შეიძინა

ოფიციალური ინფორმაციით, “მილანს” ახალი მფლობელი ჰყავს: საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners-მა იტალიური კლუბი €1.2 მილიარდად შეიძინა.

“მილანის” ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ახალი მფლობელი ინვესტიციას ყველა იმ მიმართულებით განახორციელებს, რომელიც გუნდის სპორტულ და კომერციულ ინტერესებთანაა თანხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ RedBird-ს არაერთი ცნობილი ინვესტორი ჰყავს, რომლებიც, ავტომატურად, “მილანის” მეწილეები გახდნენ. მათ შორის არიან კალათბურთის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, ცნობილი მუსიკალური პროდუსერი ჯიმი იოვინი და რეპერი დრეიკი.

შეთანხმების მიღწევის და ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, RedBird-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯერი კარდინალემ, განცხადება გააკეთა:

“ჩვენი ხედვა ნათელია: მოედანზე წარმატების მისაღწევად, მხარს დავუჭერთ ახალგაზრდა ტალანტებს, მწვრთნელებსა და კლუბში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. მიზანი კი ერთია: “მილანი” ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე უნდა იყოს”, – თქვა მან.

ოფიციალურად: ამერიკულმა კომპანიამ “მილანი” €1.2 მილიარდად შეიძინა

სტატიის ავტორი
-