გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა შესაძლოა ,,ლაციოში” გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, რომაულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ,,მეცს”, რომელიც მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იასპარეზებს, წინადადებით უკვე მიმართა. იტალიურ მედიაში ჟორჟის მიმართ სხვა გუნდების ინტერესზეც იწერებოდა, მათ შორის ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,მილანიც” იყვნენ. გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა […]
პირველი ინტერვიუ კვერნაძესთან – “არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ყველაფერს მოედანზე ვაჩვენებ…”
სერია A-ში გადასვლის შემდეგ, “ფროზინონემ” 20 წლის ქართველ ფორვარდთან – გიორგი კვერნაძესთან, პირველი ინტერვიუ ჩაწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი კვერნაძე ახალ სეზონში “ფროზინონეს” პირველი ოფიციალური შენაძენია, სწორედ ქართველ ფორვარდთან ჩაიწერა სეზონის პირველი ინტერვიუ. გიორგი, მოგესალმებით “ფროზინონეში” – რას ელოდებით ამ სეზონისგან? „პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი ფროზინონეში. წარმატებული სეზონი იქნება, დარწმუნებული ვარ, როგორც […]
საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება
იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი კლუბი, “სასუოლო” და “უდინეზე” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებით ინტერესდებიან. “მთელი ყურადღება 2002 წელს დაბადებულ და მოსკოვის “დინამოში” მოთამაშე საბა საზონოვზეა მიპყრობილი. ორ გუნდს შორის ახლა ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის კონკურენციის მთავარი მიზეზი გახდეს. “უდინეზე” ამ ეტაპზე მეტოქეს ჩამორჩება”, – წერს tuttomercatoweb-ი. “ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – […]
ალ აჰლიმ პოგმას 3 წელიწადში 150 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ალ აჰლი” ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არაბულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც პოგბა 150 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ,,ალ აჰლიმ” ფრანგს 100-მილიონიანი შეთავაზებით (3 წელიწადში) უკვე მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ,,იუვენტუსი” ნახევარმცველის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი მენეჯერის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ერთადერთი ვარიანტი მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგებაა. “ერთადერთი კლუბი, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა შეუძლია, “პარი სენ-ჟერმენია”. თუ ნასერ ალ ხელაიფის სურს 200 მილიონი ევროს წინადადების გამოგზავნა, ჩვენ ველოდებით და ვნახავთ რა მოხდება”, – თქვა “ნაპოლის” […]
ლუკა ლოჩოშვილით ლა ლიგის გუნდი ინტერესდება
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი “კრემონეზეს” ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესს ლა ლიგის წარმომადგენელი კლუბი იჩენს. GolaTV-ის ცნობით, 25 წლის ქართველი მცველის დამატების სურვილი მადრიდულ “რაიო ვალეკანოს” აქვს, რომელსაც დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამ პოზიციაზე მოთამაშე 2 ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის და “ბეშიქთაშის” ხავიერ მონტეროს დამატებას გეგმავს. 🚨 El @RayoVallecano quiere reforzar su centro de […]
“კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს – კლუბი მის შემცვლელს აკვირდება” – იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – პაოლო ბარჯიჯა, “ნაპოლის” სუპერვარსკვლავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეის” დატოვებენ. ბარჯიჯას მტკიცებით, “ნაპოლი” კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე აკვირდება. აღნიშნული განცხადება ბარჯიჯამ გადაცემა 7 Gold-ში სტუმრობისას გააკეთა. პაოლო ბარჯიჯა: “რამდენადაც ვხედავ, ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარი უჩვეულოა და ხშირად სიურპრიზებს […]
ინტერმა ნაიკთან ახალი, 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
,,ინტერისა” და ნაიკის პარტნიორობა კიდევ 8 წლით, 2031 წლამდე გაგრძელდება. ახალი კონტრაქტის თანახმად, ,,ნერაძური” ამერიკული კომპანიისგან სეზონში 30 მილიონ ევრომდე მიიღებს, რაც გასულ სეზონთან შედარებით, 17 მილიონით მეტია. ,,ინტერი” და ნაიკი 1998 წლიდან თანამშრომლობენ, წინა სეზონში სწორედ ,,ინტერი” იყო ერთადერთი გუნდი სერია A-ში, რომელსაც ნაიკი ეცვა.
დანიელ მალდინი მომავალ სეზონს ემპოლიში გაატარებს
,,მილანის” შემტევი, დანიელ მალდინი მომავალ სეზონში ,,ემპოლიში” ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა. იტალიური კლუბის ვებგერდის ცნობით, იჯარის ხელშეკრულება მალდინის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. 21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი ასევე იჯარის წესით ,,სპეციაში” გაატარა და 20 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო (მათ შორის ორი მილანისა და ინტერის წინააღმდეგ). მალდინის ,,მილანთან” კონტრაქტი 2024 წლის […]
აურელიო დე ლაურენტისი: “კვარას, ოსიმენის და სხვების მსგავსად, თვალს ახალ ფეხბურთელებს ვადევნებთ”
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 2023/24 წლების სეზონის წინ, გუნდის სათამაშო ფორმების პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემის, მათ შორის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის და წინა სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დარჩენის შესახებ ისაუბრა. “გემზე ვართ (პრეზენტაცია გუნდის გენერალური სპონსორის MSC-ის კრუიზზე გაიმართა), მაგრამ მეზღვაურის პირობას არ გაძლევთ. მე ძალიან მჯერა ჩვენი […]
ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, “ნაპოლიმ” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა. კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც […]
ანდრეს კარასკო: “ხვიჩა კვარაცხელიას არსებული დონის შესანარჩუნებლად საჭირო მენტალური თვისებები აქვს”
“დინამო თბილისის” აკადემიის დირექტორმა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ, “დინამოს” აკადემიის შენების პროცესის და ასევე საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედია საშუალება Calcionapoli24-თან ისაუბრა და მისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა. “ბარსელონაში” 13 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოდან მივიღე შემოთავაზება, რომელიც ახალი პროექტის, კონკრეტულად კი ახალგაზრდული აკადემიის მშენებლობას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად საკმაოდ ბევრ სირთულეს შევეჭიდეთ. […]