გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა შესაძლოა ,,ლაციოში” გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ,,მეცს”, რომელიც მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იასპარეზებს, წინადადებით უკვე მიმართა.

იტალიურ მედიაში ჟორჟის მიმართ სხვა გუნდების ინტერესზეც იწერებოდა, მათ შორის ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,მილანიც” იყვნენ.

გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა 37 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც ბომბარდირთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა

სტატიის ავტორი
-