ვიდალიც უფასოდ – ბარსელონას ნახევარმცველი ტოვებს

ლიონელ მესის და ლუის სუარესთან ერთად, “ბარსელონა” – სრულიად უფასოდ – შესაძლოა, არტურო ვიდალმაც დატოვოს.

მიუნხენის “ბაიერნთან” – 2:8 განადგურების და ბოლო წარუმატებელი სეზონების შემდეგ, გუნდის ლიდერებს ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნათ და კონტრაქტის გაწყვეტა სურთ. მათ შორისაა ჩილელი ნახევარმცველიც, რომელსაც ევროპული მედია მილანის “ინტერს” უკავშირებს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ვიდალის გაშვების წინააღმდეგი არც კატალონიური გრანდია და ხელფასის თანხის დაზოგვის მიზნით ფეხბურთელთან ითანამშრომლებს.

33 წლის ნახევარმცველი “ბარსელონაში” 2018 წელს, მიუნხენის “ბაიერნიდან” გადაბარგდა და 96 შეხვედრაში 11 გოლი გაუტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდეა.

ვიდალიც უფასოდ – ბარსელონას ნახევარმცველი ტოვებს

სტატიის ავტორი
-