ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა. “ახლა მხოლოდ “ნაპოლის” მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა “სიურპრიზი”. ის, რომ “ნაპოლი” ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, […]
ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლის” მაისურით კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა – ,,ატალანტასთან” მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და მაყურებელს არაერთი ეფექტური მომენტი შესთავაზა. ქართველი ფეხბურთელის თამაშს იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ,,ამ ბიჭისთვის, რომელიც ფეხბურთის არსია, ზედსართავი სახელების მოძებნა რთულია,” – წერს La Gazzetta dello Sport-ი. Tuttosport-მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვის გამოც გულშემატკივარს […]
ნაპოლი ტორინოსთან ოსიმენის გოლით დაწინაურდა | VIDEO
სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად მაურისიო სარი დასახელდა
მაურისიო სარი სერია A-ს, მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 64 წლის სპეციალისტს ჯილდო “ლაციო” “იუვენტუსის” მატჩის წინ გადაეცემა. ჯილდო მიანიჭა სპორტული გაზეთების დირექტორებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებიც აფასებდნენ ცალკეულ მწვრთნელებს ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმების და მათი გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, ასევე მატჩების დროს შენარჩუნებული ქცევის/სამართლიანი თამაშის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში სარის გაწვრთნილმა “ლაციომ” 3 მატჩი გამართა […]
კარლო ანჩელოტი: “ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. “ნაპოლიმ” უდიდესი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც კლუბის გასახდელში იერარქია განაახლა, შეცვალა გარემო და ახალ მოთამაშეებსა და ფეხბურთში უდიდესი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ენდო. სპალეტის ტაქტიკურ დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. ეს კომბინაცია ნიშნავს, […]
130 მილიონი კვარას სანაცვლოდ – ბრიტანული მედია ქართველის მიმართ ლივერპულის ინტერესზე წერს
“ლივერპული” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში “ნაპოლის” გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს” – წერს ესპანური გამოცემა Fichajes-ი. ხსენებული წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის შესახებ ინგლისური მედიაც ადასტურებს და წერს, რომ “წითლები” აქტიურები იქნებიან მომავალი ზაფხულის ფანჯრისას, რადგან ისინი გუნდის განახლებასა და ორი ახალი ნახევარმცველის დამატებას აპირებენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დორტმუნდის “ბორუსიას” და ინგლისის ნაკრების […]
კვარა და ოსიმენი – ნაპოლის შემტევი დუეტი ნიუკასლის სამიზნეა
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ “ნაპოლის” შემტევ დუეტს განიხილავს. როგორც The Telegraph-ი იუწყება, ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონ ევრომდე დანახარჯის გამო, “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობას მკაცრი პოლიტიკის გატარება სურდა, რათა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაერღვია, თუმცა მიმდინარე წარმატებული სეზონის შემდეგ მათი გადაწყვეტილება შეიცვალა. საქმე ისაა, […]
სპალეტი: ,,ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა: ,,გვინდოდა, რომ გამარჯვების გოლი ჩვენი გულშემატკივრების გამო გაგვეტანა. რაც შემეხება მე, ეს ჩემთვის მხოლოდ სიამოვნების გახანგრძლივებაა, რადგან ვერ ვიტყვი, რომ ცხრილის სათავეში ყოფნით თავს არაკომფორტულად ვგრძნობ… უბრალოდ, ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ. თუ ,,ნაპოლი” ჩემპიონი გახდება, ყველას, ვისაც სპორტის […]
პარმა 1:2 იუვენტუსი – ვიდეო მიმოხილვა
იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურის შეხვედრაში, “პარმა” – “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე “პარმა” საკმაოდ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს “იუვენტუსს” და ხშირ შემთხვევაში ტურინელები მხოლოდ მინიმალური სხვაობით ახერხებენ მის დამარცხებას. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი აღმოჩნდა. ორივე გუნდმა ლაღ, გახსნილ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ბურთის […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
ბერლუსკონი და გალიანი სერია C-ს კლუბს ყიდულობენ
იტალიური მედიის თანახმად, “მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, სერია C-ს კლუბ “მონცას” 95%-იან პაკეტს ყიდულობს. Football Italia-ს ცნობით, ბერლუსკონისთან ერთად კლუბის მფლობელი მილანის ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანიც იქნება. ცნობილია, რომ გალიანის დაბადების ადგილი სწორედ მონცაა – პატარა ქალაქი ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ბერლუსკონი კი ახლოს მდებარე ქალაქ არკორეში ცხოვრობს. იტალიური მედია ბერლუსკონისა და გალიანის “მონცათი” […]
ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, “ნაპოლის” ლიდერების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდს არ დატოვებს, რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. “სპალეტისა და დე ლაურენტისის შეხვედრა? ჩემი აზრით, მათ ისაუბრეს არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წლევანდელზე და იმაზე, რაც მწვრთნელს არ მოეწონა. დე ლაურენტისი მას […]