ლუკა მოდრიჩმა არაბული კლუბისგან შეთავაზებულ დიდ ხელფასზე უარი თქვა
ლუკა მოდრიჩმა “რეალ მადრიდთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაანაგრძლივა. ხორვატი ნახევამცველი მადრიდულკლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. მოდრიჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2012 წელს გადავიდა და 11 წლის განმავლობაში 23 ტიტულის მოგება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ღიად საუბრობდა “რეალში” დარჩენაზე, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერთ-ერთი არაბული კლუბის მის დამატებას ცდილობდა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის […]
ლეო მესის ჯარიმა ნიუელს ოლდ ბოისის კარში | VIDEO
ბორდომ ზურიკო დავითაშვილი გამოისყიდა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “ბორდომ” ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა – არჩილ ბერიძემ ინფორმაცია დაადასტურა. შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი “ბორდოში” იჯარის წესით იყო განათხოვრებილი, თუმცა, ფრანგულ კლუბს მისი გამოსყოდვის უფლება ჰქონდა.
სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ბექა მიქელთაძე კარიერას “გვანგჯუს” რიგებში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის წარდგენა, კლუბის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა. მიქელთაძე 99 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, 25 წლის ბექა მიქელთაძე 2021 წლის ზაფხულში ავსტრალიურ “ნიუკასლ ჯეტსს” შეუერთდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 19 გოლის გატანა შეძლო.
ალ ნასრმა ზიეჩთან პერსონალური პირობები შეათანხმა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკიმ ზიეჩმა და “ალ ნასრმა” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. რომანოს თქმით, ორივე მხარეს შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მაროკოელი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 ივლისამდე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებია მიღწეულია “ჩელსისთანაც” და ტრანფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია. მიმდინარე სეზონში ზიეჩს სულ რაღაც 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი […]
მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია – მეცმა მისი შემცვლელი შეარჩია?!
2023/24 წლების სეზონში, მიქაუტაძე კვლავ “მეცის” მაისურით იასპარეზებს? ფენომენალური სეზონისა და მის მიმართ გამოჩენილი მძაფრი ინტერესის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი შემტევი “მეცში” დარჩეს. ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონის ავტორმა 23 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო – მიქაუტაძე საფრანგით რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, რის შემდეგაც რამდენიმე ევროპული კლუბის […]
ედუ მენდი და ალ აჰლი პერსონალურ პირობებზე შეთანხმდნენ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ედუარდ მენდიმ და არაბულ კლუბმა “ალ აჰლიმ” პერსონალური პირობები შეათანხმეს. მისი თქმით, მხარეები სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და სენეგალელი კარის დარაჯი არაბულ კლუბში 2026 წლამდე ითამაშებს. ამავე წყაროზე დაყედნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება. მიმდინარე სეზონი ედუარდ მენდისთვის და “ჩელსისთვის” არც ისე წარმატებული გამოდგა. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის წლევანდელი გათამაშება 44 ქულით […]
ბიძაშვილის დაჭრის გამო ქვინსი პრომესს 18 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ბიძაშვილის დაჭრის გამო, ქვინსი პრომესს 18 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN NL ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ეს ქვინსისა და მისი ოჯახის წევრების პირველი დაპირისპირება არ არის. 2020 წელს მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა პრომესების ოჯახურ ვახშამზე, სადაც ფეხბურთელი მამაკაც ნათესავებს დაუპირისპირდა. ამ ინციდენტის დროს ქვინსიმ მისი ნათესავი დაჭრა, რის გამოც ციხეში ორი […]
ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიაში განაგრძობს
ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი – სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიაში განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ალთუნაშვილი სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ, “ვოლფსბერგერს” შეუერთდება. შეგახსენებთ, 26 წლის ნახევარმცველი ბათუმის “დინამოს” 2021 წელს შეუერთდა და აჭარული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “მეცის” ვარსკვლავის – გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონით გაიზარდა და 10 მილიონ ევროს შეადგენს. 16 ივნისს, transfermarkt-ზე მონაცემების უკანასკნელი განახლების შემდეგ, ქართველი შემტევის ღირებულება 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა. 2023 წლის აპრილში, მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონს შეადგენდა. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “მეცის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 […]
“კანტე ალ იტიჰადის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ამტკიცებს, რომ ნ’გოლო კანტე “ალ იტიჰადის” ფეხბურთელია. 32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი ლონდონშივე გაიარა. ფრანგმა არაბულ კლუბთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გახანგრძლივების პერსპექტივით და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც, სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს.
ალ თაავუნი მაურო იკარდის დამატებას შეეცდება
ფაბრიციო რომანოს, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბული კლუბი “ალ თაავუნი” მაურო იკარდიზე მალე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, თუმცა, არაბული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით სერიოზულად ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ იკარდი ამჟამად “პსჟ-ს” საკუთრებაა და გარკვეულწილად ფრანსფერი მათზეც იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მაურო “გალათასარაიში” ბედნიერია. გასულ სეზონში სტამბულურმა კლუბმა თურქეთის ჩემპიონობა იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაზე […]