მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია – მეცმა მისი შემცვლელი შეარჩია?!

2023/24 წლების სეზონში, მიქაუტაძე კვლავ “მეცის” მაისურით იასპარეზებს? ფენომენალური სეზონისა და მის მიმართ გამოჩენილი მძაფრი ინტერესის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი შემტევი “მეცში” დარჩეს.

ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონის ავტორმა 23 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო – მიქაუტაძე საფრანგით რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, რის შემდეგაც რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი უკანასკნელი “ბარნლია”, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევდა.

Footmercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი – ვენსან კომპანი ქართველ თავდამსხმელს უკვე ესაუბრა. მიქაუტაძეს “მეცთან” მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ნამდვილად არაა ის თანხა, რის გადახდასაც “ბარნლი” ვერ შეძლებს.

რა თქმა უნდა, მიქაუტაძის ტრანსფერი ჯერ გაოფიციალურებული არაა, თუმცა “მეცმა” მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები 21 წლის სლოვაკი ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან, რომელმაც “მარიბორის” მაისურით წლევანდელ სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო.

ზან ვიპოტნიკი “მეცის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა, ფრანგებს კონკურენცია გერმანულ კლუბებთან ელით. სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერით “ვერდერი”, “აინტრახტი” და “უგსბურგი” ინტერესდებიან.

მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია – მეცმა მისი შემცვლელი შეარჩია?!

სტატიის ავტორი
-