ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.

26 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე, ,,შახტართან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში, კოჭი დაიზიანა და მოედანი მე-19 წუთზე დატოვა.

გამოკვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ ვერნერი თამაშს 2022 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს. გადაწყვეტილებას კი მკურნალობასთან დაკავშირებით ექიმები რამდენიმე დღეში მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში ვერნერის ანგარიშზე ,,ლაიპციგის” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში იაპონიასთან, ესპანეთთან და კოსტა რიკასთან ერთად იასპარეზებს.

https://twitter.com/goal/status/1588189714875654146

ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-