ტონალის აგენტი: ,,ნიუკასლი სანდროსთვის იდეალური პროექტია”

სანდრო ტონალის აგენტმა, ჯუზეპე რიზომ, იტალიელი ფეხბურთელის ,,ნიუკასლში” გადასვლაზე ისაუბრა:

,,ეს შესანიშნავი გარიგებაა, ნიუკასლი ტონალისთვის იდეალური პროექტია. გუნდს სანდროს გადაბირება ნებისმიერ ფასად სურდა.

ტონალი ,,ნიუკასლის” საკვანძო ფეხბურთელი გახდება. ეს გარიგება, ასევე, ,,მილანისა” და ,,ბრეშას” ფინანსებსაც წაადგება,” – განაცხადა რიზომ.

,,მილანი” სანდრო ტონალის სანაცვლოდ ,,ნიუკასლისგან” 70 მილიონ ევრომდე მიიღებს.

23 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,როსონერის” მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტონალის აგენტი: ,,ნიუკასლი სანდროსთვის იდეალური პროექტია”

სტატიის ავტორი
-