ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბს ოფიციალურად 3 იანვარს შეიძენს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მცველი, ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” ოფიციალურად 3 იანვარს შეიძენს.

პიკეს კომპანია, Kosmos-ი კლუბის უდიდესი წილის მფლობელი გახდება, რაც 29 დეკემბერს დადასტურდება.

“ანდორა” რთული მისახვედრი არ არის, რომ ანდორული კლუბია, თუმცა 1948 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო სისტემის წევრია. ამჟამად, გუნდი რანგით მე-5 დივიზიონში გამოდის.

ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, გუნდს სათავეში გაბრი გარსია და ალბერტ ჟორკერა ჩაუდგებიან.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ჟერარდ პიკე “ლა ლიგა 2”-ის კლუბის, “რეუს დეპორტივოს” შეძენას აპირებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა.

ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბს ოფიციალურად 3 იანვარს შეიძენს

სტატიის ავტორი
-