ჩემპიონობის აღნიშვნისას ატლეტიკოს 14 წლის ქომაგი გარდაიცვალა

მადრიდში, ,,ატლეტიკოს” ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ,,როხიბლანკოს” 14 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოზარდმა, რომელიც მოძრავი ფურგონიდან გადაიხარა, თავი კედელს მიარტყა. ბიჭს გული გაუჩერდა და სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინციდენტის დროს მასთან ერთად მეგობრები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ქომაგის გარდაცვალებას ,,ატლეტიკო” ტვიტერის ოფიციალური გვერდის საშუალებით გამოეხმაურა – გუნდმა ოჯახს მიუსამძიმრა.



 

ჩემპიონობის აღნიშვნისას ატლეტიკოს 14 წლის ქომაგი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-