ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დამყარდა

“ლაიპციგის” მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

მან საკუთარი გუნდი 1 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოახვედრა – სწორედ ამ მიღწევის საშუალებით იულიან ნაგელსმანმა რეკორდი დაამყარა, ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია (32 წლის), რომელმაც გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გაიყვანა.

შეგახსენებთ, “ლაიპციგი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, საშინაო არენაზე “ბენფიკას” დაუპირისპირდა. გერმანელებმა პორტუგალიელების ძლევა ვერ მოახერხეს, თუმცა ფრედ დასრულებული შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გერმანული კლუბი ჯგუფური ეტაპიდან გასულიყო.

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დამყარდა

სტატიის ავტორი
-