ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საპრიზო ფონდი

ჩემპიონთა ლიგა ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი, გაცილებით აღემატება სხვა ტურნირებს.

ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული ფინანსური სარგებელი რიგი ევროპული კლუბების შემოსავლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად თითოეული თამაში ამ მხრივაც დიდ მნიშვნელობას იძენს.

გთავაზობთ 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდს:


ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდი – 15.64 მილიონი €

ფრე ჯგუფურ ეტაპზე – 900,000 €

მოგება ჯგუფურ ეტაპზე – 2.8 მილიონი €

1/8-ფინალში გასვლა – 9.6 მილიონი €

1/4-ფინალში გასვლა – 10.6 მილიონი €

ნახევარფინალი – 12.5 მილიონი €

ფინალისტი – 15.5 მილიონი €

გამარჯვებული – 20 მილიონი €


საყურადღებოა, რომ პანდემიის გამო 2020/21 წლების სეზონში საპრიზო ფონდი შემცირებული გახლდათ, თუმცა არსებული ინფორმაციით ახალი სეზონიდან ამ მხრივ ყველაფერი კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო – მოცემულობა კი სხვაგვარია, საპრიზო ფონდი ძალიან მცირედით გაიზარდა, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი შეცვლილა.

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საპრიზო ფონდი

სტატიის ავტორი
-