ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში გაიმართება

კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგა დიდი ხანია გაჩერებულია და სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ფინალი თურქეთში აღარ გაიმართება. მიზეზი რა თქმა უნდა კორონავირუსის სიმწვავეა.

ცნობილი და გავლენიანი გამოცემა “Bild” გვამცნობს, რომ ლიგის ფინალი ლისაბონში გაიმართება.

ლისაბონი Covid-19-ის მხრივ კარგი მდგომარეობაა. ასევე ლისაბონი უეფას ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და სავსებით რეალურია, რომ ფინალი სწორედ ხსენებულ ქალაქში ჩატარდეს.

განიხილებოდა გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი და რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, მაგრამ “უეფამ” უპირატესობა ლისაბონს მიანიჭა.

როგორც ცნობილია, რუსეთში კორონავირუსის აფეთქებაა. რაც შეეხება ფრანკფურტს, სიტუაცია ბოლომდე არც გერმანიაშია ჩაწყნარებული

ასევე განიხილება მეოთხედფინალების და ნახევარფინალების 1 მატჩად ჩატარება, მაგრამ ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში გაიმართება

სტატიის ავტორი
-