ჩეფერინი | იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა UEFA-ს საფრთხეს უქმნიან

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა – ალექსანდრ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ “იუვენტუსი”, “რეალი” და “ბარსელონა” UEFA-ს საფრთხეს უქმნიან. ჩეფერინის მტკიცებით, ევროპის სუპერლიგის დატოვებაზე მხოლოდ “ბიანკონერი” და ორი ესპანური გრანდი აცხადებენ უარს.

ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეა 12 აპრილს გაჟღერდა, თუმცა კლუბების უმრავლესობამ 48 საათში ახალ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ევროპის სუპერ ლიგის ერთგული მხოლოდ “იუვენტუსი”, “რეალი” და “ბარსელონა” რჩებიან.

“ფეხბურთისგან ყველაზე შორს მყოფმა ადამიანმაც კი იცის, რომ ევროპის სუპერ ლიგა არ შედგება. ვფიქრობ ამ სამმა კლუბმა (“იუვენტუსი”, “რეალი”, “ბარსელონა”) გარკვეულწილად კარგი სამსახური გაგვიწია. ახლა გაცილებით მარტივად შეგვიძლია ვუთხრათ: “შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ითამაშოთ თქვენს სუპერ ლიგაში.”

“თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე პრემიერ ლიგის გრანდების ამერიკელი მფლობელები იყვნენ – თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის სუპერ ლიგის დატოვებაზე უარი მხოლოდ ამ სამმა კლუბმა განაცხადა.”

“პარადოქსია, ისინი უარს აცხადებენ ევროპის სუპერ ლიგის დატოვებაზე და პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას გვთხოვენ. მათ განაცხადეს, რომ ჩემპიონთა ლიგა წარსულია მაგრამ მაინც გვთხოვენ მონაწილეობის უფლებას. ამ სამი კლუბის მფლობელი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით გვემუქრება. ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) წევრ 244 კლუბს ვესაუბრე –  “მეამბოხე” სამეული (“იუვენტუსი”, “რეალი”, “ბარსელონა”) ყველამ გააკრიტიკა. ისინი თითოეულ კლუბსა და UEFA-ს საფრთხეს უქმნიან”, – აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ჩეფერინი | იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა UEFA-ს საფრთხეს უქმნიან

სტატიის ავტორი
-