ჩიხურამ ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის გუნდს მოუგო

დღეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

საჩხეეის “ჩიხურამ” სტუმრად ლუქსემბურგის “ფოლა ეშ”-ს 1:2 მოუგო.

სოსო ფრუიძის გუნდმა პირველი ტაიმის 23-ე წუთზე გოლი პენალტით გაუშვა, თუმცა მე-2 ნახევარში თამაში გამოასწორა და მეტოქეს აქტიურად შეუტია. 59-ე წუთზე ჯერ სარდალიშვილმა გაიტანა, მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე კი – კორიფაძემ, პენალტით.

საპასუხო დაპირისპირება “ჩიხურასა” და “ფოლა ეშს” შორის ზუსტად 1 კვირაში გაიმართება.

 

ჩიხურამ ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის გუნდს მოუგო

სტატიის ავტორი
-