საბურთალო – სტიაუას შეხვედრას ნორვეგიელი მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. აღნიშნული წყვილის პირველ შეხვედრას, რომელიც 21 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი კაი ერიკ შტეენი იქნება, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. 31 წლის მსაჯი, რომელიც თავის ქვეყანაში რანგით ყველაზე მაღალი ლიგის შეხვედრებს 2012 […]
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა
3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ამით ტურნირის რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურის შეხვედრებში ნაადრევად გაჩემპიონებული ბოლნისის “სიონი” თბილისის “მერანთან” – 1:2 დამარცხდა, ხოლო სამეულში მოხვედრილმა “გაგრამ” 3:0 (“გარეჯთან) და მარტვილის “მერანმა” – 6:0 (“ჩიხურასთან”) დიდი ანგარიშებით იმარჯვეს. 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ვიტ ჯორჯიამაც“, რომელმაც ზუგდიდის […]
ოფიციალურად: საჩხერის ჩიხურა ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდა
საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული საფეხბურთო კლუბი, საჩხერის “ჩიხურა” ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა. იმერლებს, რომლებიც ეროვნული ლიგიდან წინა სეზონში დაქვეითდნენ, ცუდი სეზონი გამოუვიდათ და 29 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა მოაგროვეს, ბოლოს კი ქულა 10 ტურის წინ, 27 ივნისს, ვიტ ჯორჯიასთან მოიპოვეს. იმერული კლუბს ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება აქვს, 22 მარტს, […]
ეროვნული ლიგიდან სლოვაკეთის ჩემპიონატში – დავით მუჯირი ფორტუნა ლიგაში ითამაშებს
ახალგაზრდა თავდამსხმელი, დავით მუჯირი, ეროვნულ ლიგას ტოვებს და ლეგიონერის სტატუსს მოირგებს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ქობულეთის “შუქურაში” ირიცხებოდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის ფორტუნა ლიგის ბინადარ “ზლატე-მორავცეში” გადაბარგდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ზლატე-მორავცე” 2007 წელს სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა, ბოლო წლებში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძის. წინა სეზონში გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის გაამრთულ […]
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე, დიდი ალბათობით კარიერას კვლავ თურქეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს და წერს, რომ 26 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით “ჰატაისპორი” ინტერესდება, რომელმაც წინა სეზონში გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა. ლობჟანიძეს, რომელსაც სუპერლიგიდან გავარდნილ “ანკარაგიუჯუსთან” კონტრაქტი ამოეწურა, “ჰატაისპორში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეუძლია. როგორც თურქეთში წერენ, “ჰატაისპორმა” ქართველ […]
სოსო ფრუიძის დაბრუნება – წყალტუბოს სამგურალს ახალი მწვრთნელი ჰყავს
წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იმერულ კლუბს სოსო ფრუიძე გაწვრთნის. საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბში ფრუიძეს აქამდეც უმუშავია – ის წყალტუბოელებს სათავეში 1994 წელს და 1995/96 წლების სეზონში თავკაცობდა. სოსო ფრუიძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ქუთასისის ,,ტორპედოში”, “სამტრედიასა” და ,,ბორჯომში” უმუშავია, საუკეთესო პერიოდი კი საჩხერის “ჩიხურასთან” ერთად ჰქონდა, სადაც 12 წელი გაატარა, საქართველოს თასი […]
18-წლიანი პაუზის შემდეგ: წყალტუბოს სამგურალი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
18-წლიანი პაუზის შემდეგ, წყალტუბოს “სამგურალი” საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილის დამკავაბელმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე გასულ საჩხერის “ჩიხურას” ორრაუნდიან დაპირისპირებაში სძლია. თბილისში, პირველ შეხვედრაში – 2:0 გამარჯვების შემდეგ, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა შინ, 26 მაისის სახელობის სტადიონზეც, სერგო კუხიანიძის მიერ, ამ სეზონში გატანილი მეცხრე გოლით […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის TOP 10 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 223 გატანილი გოლით დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო განახევრებულმა ფორმატმა გუნდებს მხოლოდ 18 ტურის ჩატარების შესაძლებლობა მისცა, შესაბამისად, წინა სეზონის შედეგიანობის მაჩვენებელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია (476). სეზონის განმავლობაში იყო რამდენიმე უხვგოლიანი შეხვედრა, მთლიანობაში კი 22 ისეთი მატჩი ვიხილეთ, რომელშიც სულ მცირე 4 გოლი გავიდა, ესენია: “ლოკომოტივი” – “სამტრედია 3:1 (1 […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური 2020 წლის სეზონში ყველაზე უხვგოლიანი და საინტერესო მატჩებით დახუნძლული გამოვიდა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან 6-მა სულ მცირე 2, სამმა კი 4 გოლის გატანა მოახერხა. სულ მცირე 4-ბურთაინი უპირატესობით იმარჯვეს “თელავმა” და “ლოკომოტივმა“, რომლებმაც შესაბამისად, გასავარდნ ზონაში მყოფ “მერანს” (6:1) და “ტორპედოს” (5:1) აჯობეს. ბოლოსწინა სათამაშო […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გოლებით დახუნძლული არ ყოფილა და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა. სამმა გუნდმა ანალოგიური ანგარიშით – 1:0 იმარჯვა, ერთადერთი შეხვედრა კი, რომელშიც სულ მცირე 3 ბურთი გავიდა უშუალო კონკურენტების, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “მერანისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება გამოდგა. რაც შეეხება ტურის დარჩენილ ერთ მატჩს, “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთში – 1:1 ითამაშეს. […]