ჩირო იმობილე „ლაციოსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

იტალიელი ცენტრფორვარდი, ჩირო იმობილე „ლაციოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობას აცხადებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ლაციოს“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ ფორვარდს ანაზღაურება წელიწადში 3.2 მილიონ ევრომდე გაუზარდა.

კონტრაქტის თანახმად, იმობილე გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს.

გასული სეზონი იმობილესთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: სერია ა-ს, ევროპა ლიგის, კოპა იტალიასა და სუპერკოპას 46 თამაშში მან 40 გოლსა და 11 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ჩირო იმობილე „ლაციოსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

სტატიის ავტორი
-