ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება – უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” “კარდიფი” დრატამულ შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა.

ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 93-ე წუთზე მოახერხა, როცა ანგარიში – 1:1 იყო და ადამ მასინამ მეტოქის კარის დალაშქვრა საჯარიმო დარტყმით შეძლო.

ეს ჩრდილოეთ ლონდონური კლუბისთვის ზედიზედ მეოთხე, ესპანელი სპეციალისტისთვის კი ახალ კლუბში რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ამ გამარჯვების და ჩატარებული 36 ტურის შემდეგ, “უოტფორდს” 69 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ასეთივე მაჩვენებელი აქვს ერთი მატჩით ნაკლების ჩამტარებელსოუნსის“. შემდეგ ტურში, “დინამო თბილისის” ყოფილი თავკაცი 16 მარტს, “როტერჰემს” დაუპირისპირდება.

ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება - უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო) 1

ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება – უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-