ჩისკოს უოტფორდმა პრემიერლიგაში მეორე მატჩი მოიგო

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ,,უოტფორდმა”, რომელსაც ,,დინამო თბილისის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი წვრთნის, ,,ნორვიჩს” სტუმრად 3:1 მოუგო.

,,უოტფორდი” შეხვედრაში მე-17 წუთზე ემანუელ დენისის გოლით დაწინაურდა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს – თავი პუკიმ გამოიჩინა.

63-ე წუთზე ისმაილა სარმა ჩისკოს გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მატჩის მიწურულს კი სენეგალელმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პრემიერლიგის 5 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდი” 6 ქულით ცხრილის მე-10 პოზიციაზეა, ,,ნორვიჩი” კი უქულოდაა და ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.


 

ჩისკოს უოტფორდმა პრემიერლიგაში მეორე მატჩი მოიგო

სტატიის ავტორი
-