აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოეხსნა.
,,ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ასოციაციამ დღეს აზიის შესარჩევი ეტაპიდან გასვლა დაადასტურა,” – ვკითხულობთ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.
ოფიციალურ მიზეზი არც ჩრდილოეთ კორეას დაუსახელებია, თუმცა თუ სამხრეთ კორეულ მედიას დავუჯერებთ, საქმე კორონავირუსის პანდემიას ეხება.
Covid 19-ის გავრცელების გამო, აზიაში შესარჩევი ეტაპის მატჩები 2019 წლის ნოემბრიდან არ გამართულა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეაში, თურქმენეთთან, ლიბანთან და შრი ლანკასთან ერთად უნდა ეთამაშა. მატჩები ივნისშია ჩანიშნული.
🚨 BREAKING🚨
🇰🇵 DPR Korea withdraw from #AsianQualifiers!https://t.co/1M6mXpQFe2
— #AsianCup2023 (@afcasiancup) May 16, 2021