“ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ლოკომოტივთან” – 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ქართველმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. დავითაშვილმა და კვარაცხელიამ 19 წლის ასაკში დაღუპული “საბურთალოს” ფეხბურთელის გვარი და მარადიული ხსოვნის ნიშანი მაისურზე დაიწერეს.

“შენ ხარ ჩვენს გულებში და არც ერთი ჩვენთაგანი დაგივიწყებს არასდროს”, – წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

"ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს 119 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, მდინარე არაგვისა და მტკვრის ტერიტორიაზე სამდღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

“ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სტატიის ავტორი
-