დანი ალვეში: “ბოკა-რივერის ევროპაში ჩატარება სირცხვილია!”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეში ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი შეხვედრის ევროპაში გადმოტანის საკითხს გამოეხმაურა. ცნობილია, რომ არგენტინაში “რივერ პლეიტის” ფანების მიერ მოწყობილი არეულობის გამო, “სუპერკლასიკოს” ჩატარება მადრიდში, კერძოდ კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადატანა გადაწყდა.

“ბოკა-რივერის ევროპაში გადმოტანა ყველაზე დიდი სირცხვილია, რასაც როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი მოვსწრებივარ. მჯერა, რომ ფეხბურთის არსებობას ვნება, გრძნობები და განსაკუთრებით, პატივისცემა განაპირობებს. ადამიანს დღესასწაული კი არ უნდა წაართვა, არამედ მას სწორი გზისკენ უნდა მიუთითო,” აღნიშნა ალვეშმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

დანი ალვეში: “ბოკა-რივერის ევროპაში ჩატარება სირცხვილია!”

სტატიის ავტორი
-