დანი ოლმოს ქუჩაში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს

“ლაიფციგის” და ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო დააყაჩაღეს.

​ინციდენტი 24 წლის ფეხბურთელის სამშობლოში მოხდა, როცა იგი შვებულების პერიოდს ვალენსიაში ატარებდა.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელმა ძვირადღირებული საათი დაკარგა, რომლის დეტალური ღირებულებაც 30 000 ევროს უდრიდა.

მომხდარის დროს, დანი ოლმო ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც დაშავდა.

ოლმოს ესპანეთის ნაკრებში 24 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, აქედან ერთი საქართველოს ნაკრების კარში.

დანი ოლმოს ქუჩაში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს

სტატიის ავტორი
-