დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა – გაგრა; გურია – დინამო თბ; შუქურა – ტორპედო; ვიტ ჯორჯია – თელავი.

1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

სტატიის ავტორი
-