საფეხბურთო კლუბი თელავი მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავად კახურმა კლუბმა გაავრცელა. გარდა სომხეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კლუბი მისმა ასისტენტებმა, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს. კლუბმა ასევე დაანაონსა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გულშემატკივრისთვის მალე გახდება ცნობილი. ვარდან მინასიანმა, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო […]
“ახალგაზრდა ფენომენი” – ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, “ნაპოლი” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში “თელავის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა. უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე […]
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი “ადანა დემირსპორში” ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელის თურქულ კლუბში გადასვლა წინა სეზონშივე გადაწყდა, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვის გამო, თამაშის უფლება ვერ მიიღო და კონტრაქტზე ხელის მოწერა მხოლოდ ახლა შეძლო. მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საინტერესოა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ვინჩენცო მონტელა გახლავთ, ხოლო ერთ-ერთი ლიდერი – “სკუადრა აძურას” ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი. გიორგი ხაბულიანი, […]
თელავი მთავარმა მწვრთნელმა და ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა
საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარი კლუბი “თელავი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ჯერჯერობით, კლუბს ახალი ფეხბურთელი არ დაუმატებია, თუმცა კლუბი მთავარმა მწვრთნელმა და ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი ჭელიძის გარდა კახური კლუბიდან რამდენიმე ლიდერი წავიდა, მათ შორის გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, იმედა აშორტია, ფირუზ მარაქველიძე და ბიძინა მახარობლიძე. 🙌 მადლობა ჭელო! 💙 […]
თელავის კაპიტანი სერბეთის მეოთხეადგილოსან გუნდში გადავიდა
საფეხბურთო კლუბ “თელავის” კაპიტანი, ანტონ თოლორდავა კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბ, “რადნიჩკი ნისს” შეუერთდება. 25 წლის ცენტრალური მცველი კახურ კლუბს უკვე დაემშვიდობა და მალე სერბეთის სუპერ ლიგის წინა სეზონის მეოთხეადგილოსან გუნდს შეუერთდება. “რადნიჩკის” 2022/23 წლების სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლება ექნება. “თელავის” შემადგენლობაში გატარებულ თითქმის 5 […]
იტალიური მედია: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა დაზუსტებულია
იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა corrieredellosport-ი საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ წერს. იტალიური წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და სატრანსფერო ფასიც ცნობილია. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელის დამატება ნეაპოლიტანურ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” დატოვების შემდეგ “დინამო ბათუმის” მაისურით ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “თელავის” […]
ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში თოვლის გამო მატჩები გადაიდო
ეროვნული ლიგა ტორპედო V ლოკომოტივი – გადაიდო თელავი V სამგურალი – გადაიდო დინამო თბილისი V დილა გორი – გადაიდო საბურთალო V დინამო თბილისი – გადაიდო თელავი V ტორპედო – გადაიდო სამგურალი V Გაგრა – გადაიდო დღეს გახდა ცნობილი, რომ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 მატჩი გადაიდო – საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩი მიხეილ მესხზე; თელავის და ტორპედოს დაპირისპირება კავკასიონ არენაზე და სამგურალისა და გაგრას შეხვედრა […]
ზამთრის ყველა ტრანსფერი: როგორი შემადგენლობებით ხვდებიან გუნდები ეროვნული ლიგის ახალ სეზონს?
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება 24 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყება. შეხვედრა ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. გუნდები ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობებით ხვდებიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც ახალი გუნდის ჩამოყალიბება […]
6 ახალი ფეხბურთელი სამგურალში – წყალტუბოელებმა ლოკომოტივიდან და თელავიდან წასულებიც დაიმატეს
წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში “თელავიდან” წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძე, გორის “დილას” ცენტრალური […]
ლოკომოტივის შემდეგ თელავიც – კახური კლუბი წამყვან ფეხბურთელებს ემშვიდობება
სასპონსორო თანხების დაკარგვის შედეგად, ფინანსური პრობლემების წინაშე “ლოკომოტივის” შემდეგ, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კიდევ ერთი გუნდი დადგა – არსებული შემადგენლობის შენარჩუნების პრობლემა “თელავსაც” დაუდგა. როგორც კახური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, გუნდმა ვერ შეძლო ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე შეთანხმება და აქედან გამომდინარე, თელაველთა რიგებს, მთავარი მწვრთნელის შემდეგ, წამყვანი მოთამაშეებიც ტოვებენ. პირველადი ცნობით, გუნდი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ირაკლი რუხაძემ, თორნიკე […]
წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდები 2022 წლის სეზონისთვის მზადებას აქტიურად იწყებენ. გუნდებში როგორც ფეხბურთელთა, ისე მწვრთნელთა ცვლილებები აქტიურად მიმდინარეობს. პირველი გუნდი, რომელიც ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით შეხვდება, წყალტუბოს “სამგურალი” იქნება, რომელსაც გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და წერს, რომ ცვლილებები მთლიანად სამწვრთნელო შტაბში იქნება, სადაც 41 წლის სპეციალისტს ასისტენტობას მიხეილ […]