დე ბრუინე სიტის რამდენიმე კვირით გამოაკლდა

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილა” 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდის ლიდერმა კევინ დე ბრუინემ ტრავმა მიიღო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიელი ნახევარმცველი მყესის დაზიანების გამო მხოლოდ 2-3 კვირას გამოტოვებდა.

თუმცა, Goal.com იტყობინება, რომ დე ბრუინე “სიტის” თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “გლადბახთან” პირველ მატჩს კევინის გარეშე ჩაატარებენ. გარდა ამისა, 29 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში მინიმუმ 6 შეხვედრას გამოტოვებს. მათ შორის უმნიშვნელოვანეს თამაშებს “ტოტენჰემის”, “არსენალისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ.

დე ბრუინე სიტის რამდენიმე კვირით გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-