დე ლიხტი ჰოლანდიის ნაკრების რეკორდსმენია 

მატეის დე ლიხტმა ჰოლანდიის ნაკრების რეკორდი დაამყარა.

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან – 3:1 მოგებულ შეხვედრაში ეროვნული გუნდის მაისურით უკვე მეოცე შეხვედრა ჩაატარა. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, დე ლიხტი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ასეთი შედეგის მიღწევა მოახერხა.

დე ლიხტი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსის” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016-19 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს “ბებერ ქალბატონში” გადაბარგდა და ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

დე ლიხტი ჰოლანდიის ნაკრების რეკორდსმენია 

სტატიის ავტორი
-