დე ლიხტს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, დაავიწყდა, რომ იუვენტუსის ფეხბურთელია (ვიდეო)

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიხტმა, ავსტრიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტთან საუბრისას, შეცდომა დაუშვა:

დე ლიხტი – ავსტრიელებთან მატჩში გრძელი გადაცემებით თამაში მოგვიწია. ჩემთვის, როგორც ,,აიაქსის” ფეხბურთელისთვის, ამის გაკეთება უჩვეულოა.

ჟურნალისტი – კი მაგრამ, თქვენ ხომ ,,იუვენტუსში” თამაშობთ?!

დე ლიხტი – დიახ, რა თქმა უნდა, ვიგულისხმე, რომ ,,აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი ვარ.


დე ლიხტი ამსტერდამის ,,აიაქსიდან” ტურინის ,,იუვენტუსში” 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ,,ბებერმა ქალბატონებმა” მცველის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადეს.

დე ლიხტს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, დაავიწყდა, რომ იუვენტუსის ფეხბურთელია (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-