ალის სახლს შეიარაღებული პირები დაესხნენ – ფეხბურთელი დაზიანდა

ახლახანს, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელე ალის სახლს მძარცველები დაესხნენ.

დანით შეიარაღებულმა პირებმა “ტოტენჰემის” ვარსკვლავს სახეზე მცირე დაზიანებები მიაყენეს.

Daily Mail-ი წერს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მძიმედ არ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ორი მძარცველი ოთხშაბათს მაშინ შეიჭრა ალის სახლში, როდესაც 24 წლის ნახევარმცველი ძმასთან და მეგობრებთან ერთად ერთობოდა.

თავდამსხმელებმა დელეს სახლიდან ორი ძვირადღირებული საათი მოიპარეს. გარდა ამისა, დაზიანდა ალის არაერთი ნივთი.

ალის სახლს შეიარაღებული პირები დაესხნენ – ფეხბურთელი დაზიანდა

სტატიის ავტორი
-