დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მესი გამორჩეული ფეხბურთელია, მან ინიესტასთან ერთად ,,ბარსელონა” შემაყვარა. ლეოსთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ის გასახდელში ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. მესიმ ბევრი რამ მასწავლა.

მისი გაკონტროლება ძალიან რთულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს,” – განაცხადა დემბელემ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”

სტატიის ავტორი
-