დეშამმა ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნა დაადასტურა

საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად კილიან მბაპეს დანიშვნა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა:

,კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანია, ანტუან გრიზმანი – ვიცეკაპიტანი. კილიანს შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომელსაც კაპიტნობა მოითხოვს. ის გუნდში და მოედანზე საკვანძო ფიგურაა,” – დეშამის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში მბაპე პირველ შეხვედრას 24 მარტს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

კილიანის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 66 შეხვედრაში 36 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

დეშამმა ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნა დაადასტურა

სტატიის ავტორი
-