დევიდ მოიესმა თვითიზოლაციაზე უარი განაცხადა

დევიდ მოიესი შვიდ დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, მოიესმა “ვესტ ჰემისა” და “არსენალის” მატჩის დასრულების შემდეგ მიკელ არტეტას ხელი ჩამოართვა.

დევიდ მოიესმა თვითიზოლაციაზე უარი განაცხადა 1

ხსენებული შეხვედრიდან უმალვე, “მეთოფეების” მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა.

დევიდ მოიესი თვლის, რომ მას იგივე ვირუსი არ აქვს, რადგან 7 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდა. აქედან გამომდინარე “ვესტ ჰემის” თავკაცმა თვითიზოლაცია დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეს შეადგენს.

დევიდ მოიესმა თვითიზოლაციაზე უარი განაცხადა

სტატიის ავტორი
-