დი მარია: ,,ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს მესია”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, დარწმუნებული არ არის, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ,,ალბისელესტეს” შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს:

,,ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ შემადგენლობაში იქნება, ლეო მესია. თქვენ, უბრალოდ, ვერ იწინასწარმეტყველებთ, რა შეიძლება მოხდეს ოთხი თვის შემდეგ.

ახლა კლუბის შეცვლა მომიწევს, ისევ ადაპტაცია და ახალ გარემოსთან შეგუება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,” – დი მარიას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.


იმ შემთხვევაში თუ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს მის კარიერაში მეოთხე მუნდიალი იქნება.

არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

დი მარია: ,,ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს მესია”

სტატიის ავტორი
-