დიდი ალბათობით მესი ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს გამოტოვებს

როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელმა ვარსკვლავმა – ლეო მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, ამის შესახებ ინფორმაციას “Marca” ავრცელებს.

დღეს კატალონიურ კლუბს ვარჯიში არ ჰქონია და ყველა ელოდება ხვალინდელ ვარჯიშს, სადაც გამოჩნდება თუ რამდენად სერიოზულია მესის ტრავმა. როგორც კლუბში განაცხადეს მისი ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მას დრო დასჭირდება, რომ ვარჯიში განაახლოს.

ყველაფერი ხვალინდელ დღეზე არის გამოკიდებული, თუ ლეო მესი ხვალინდელ ვარჯიშს გამოტოვებს, იგი პანდემიის შემდეგ ლა ლიგაში პირველ მატჩს გამოტოვებს.

დიდი ალბათობით მესი ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-