“დიდი ტყუილი” – პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს

“ლივერპულთან” გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბამ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

The Sun-ის სტატიაში ეწერა, რომ ამის შემდეგ პოგბამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების გაგრძელებაც აღარ ისურვა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურად უპასუხა და ის “ფეიკ ნიუსად” მოიხსენა: “დიდი ტყუილები სათაურების შესაქმნელად,” – წერს პოგბა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურება.

“დიდი ტყუილი” – პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს

სტატიის ავტორი
-