ალ აჰლიმ პოგმას 3 წელიწადში 150 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ალ აჰლი” ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არაბულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც პოგბა 150 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ,,ალ აჰლიმ” ფრანგს 100-მილიონიანი შეთავაზებით (3 წელიწადში) უკვე მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ,,იუვენტუსი” ნახევარმცველის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო […]
მორიგი მძიმე ტრავმა – პოგბასთვის სეზონი დასრულებულია
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” ნახევარმცველმა – პოლ პოგბამ, მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მინიმუმ სეზონის დარჩენილი პერიოდის გამოტოვება მოუწევს. ეს ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა უკვე დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოგბამ, სერია A-ს 35-ე ტურში, “კრემონეზეს” წინააღმდეგ მატჩის 24-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი, მინიმუმ ამ სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს. აღშანიშნავია ის […]
პოლ პოგბას ბრწყინვალე დაბრუნება ტორინოს წინააღმდეგ | VIDEO
პოლ პოგბამ პუბლიკას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ბრწყინვალე საფეხბურთო უნარები არ დაუკარგავს, მას შემდეგ, რაც “ტორინოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე შევიდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ეფექტური მოძრაობებით ჩამოიშორა. 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი გასულ ზაფხულს კვლავ “იუვენტუსში” დაბრუნდა, თუმცა პრე-სეზონზე მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და არა მხოლოდ “ბიანკონერის”, არამედ საფრანგეთის ნაკრებსაც გამოაკლდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონის […]
იუვენტუსი პოლ პოგბას გაშვებას აპირებს
ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი “იუვენტუსში” ბუნდოვანია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბი ფეხბურთელის ტრავმებით შეწუხებულია და ფიქრობენ, რომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტონ. იტალიურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. თუმცა, ტრავმის გამო “ბებერ ქალბატონში” ასპარეზობის საშუალება ჯერ არ მისცემია. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსი” უკმაყოფილოა ფრანგის ხშირი ტრამიანობით. მიუხედავად იმისა, რომ […]
პოლ პოგბა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
პოლ პოგბა ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას მისი აგენტი რაფაელა პიმენტა ადასტურებს. პოგბა, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის მთავარი წევრი იყო, “იუვენტუსის” ბაზაზე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ტურინულ კლუბში უფასო აგენტის სტატუსით დაბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ივლისში მიიღო, სექტემბერში კი ოპერაცია გაიკეთა. ის ახლახან დაუბრუნდა ვარჯიშებს, მაგრამ […]
პოლ პოგბას ძმა მათიასი აცხადებს, რომ ის პოლის გამო კინაღამ მოკვდა
კვირას მათიასმა უცნაური ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობდა, რომ მალე ისეთ ინფორმაციას გაავრეცელებდა მის ძმაზე, რომლითაც ყველა გაოცდებოდა. მან ასევე დაამატა, რომ პოლის თანაგუნდელები და სპონსორები იმსახურებენ იმას, რომ ეს ყველაფერი იცოდნენ. საღამოს კი, ისტორია სულ სხნაირად შემობრუნდა. პოლ პოგბამ განახცადა, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც მისი ძმა არის გაწევრიანებული, აშანტაჟებდა. ამ ყველაფრის ფონზე, მათიასი […]
ტურინის “იუვენტუსმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბში დაბრუნებულმა ფრანგმა ნახევარმცველმა – პოლ პოგბამ მუხლის მენისკის სერიოზული ტრავმა მიიღო. საქმეში ექიმების ჩარევა გახდა საჭირო, რათა ტრავმის სირთულის დადგენა სასწრაფოდ მოხდეს. “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლიდან ექვსი წლის შემდეგ, პოგბა 2022 წლის ზაფხულში მეორედ დაბრუნდა ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფრანგი ნახევარმცველის “ბებერ ქალბატონებში” დაბრუნების შემდეგ, არაოფიციალური დებიუტი პარასკევს, “ჩივას გვადალახარას” […]
პოგბა იუნაიტედზე: “რთულია, როცა ყოველწლიურად მწვრთნელი იცვლება”
“იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული პერიოდი შეაფასა. “მჯერა, რომ “იუვენტუსში” დაბრუნება ჩემთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. “მანჩესტერ იუნაიტედი”? ძალიან რთულია ადაპტაცია იმ გუნდთან, რომელიც მთავარ მწვრთნელს ყოველწლიურად იცვლის. გარდა ამისა, მქონდა ტრავმები, რომლებმაც ჩემს მენტალიტეტზე დიდი გავლენა იქონია. ახლა იმედი მაქვს, რომ სეზონს ჯანმრთელად დავიწყებ და […]
პოგბა: ,,იუვენტუსი იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია”
,,იუვენტუსის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ტურინულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა: ,,მიხარია, რომ დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედისწერის მჯერა და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა, მაგრამ მანჩესტერში გატარებული პერიოდით მაინც ბედნიერი ვარ, ახლა კი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. იუვენტუსს ყოველთვის ვაკვირდებოდი, მაშინაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი. ეს იტალიაში კვლავ […]
ოფიციალურად: პოლ პოგბა იუვენტუსის ფეხბურთელია
პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა – ფრანგმა ნახევარმცველმა “ბებერ სინიორასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი სატრანსფერო ისტორია უნიკალურია: 2012 წელს, ახალგაზრდა მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იტალიაში სრულიად უფასოდ გაუშვა. 4 წლის შემდეგ, “მანჩესტერმა” მის სანაცვლოდ “იუვენტუსს” €105 მილიონი გადაუხადა, ისტორია კი კვლავ განმეორდა – თავისუფალი აგენტის სტატუსით, პოგბა კვლავ “იუვეს” შეუერთდა. ცნობილია, რომ “მანჩესტერი” პოგბას […]
პოლ პოგბა ტურინში რონალდუს ყოფილ სახლში იცხოვრებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, პოლ პოგბა ტურინის ,,იუვენტუსში” დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ სახლში იცხოვრებს. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1000-კვადრატულმეტრიანი სახლი პორტუგალიელ ვარსკვლავს 2021 წლის აგვისტომდე ჰქონდა დაქირავებული. ვილას სპორტული დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, საუნა, ოთხი საძინებელი, მომსახურე პერსონალის ოთახი, უზარმაზარი პარკი და დიდი ავტოფარეხი აქვს. პოგბა ტურინის ,,იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით […]
დოკუმენტურ სერიალს, Pogmentary-ს, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზეა გადაღებული, კინოფილმების უმსხვილეს ონლაინ ბაზაზე, IMDB-ზე, ყველაზე დაბალი 1-ქულიანი (10-დან) შეფასება აქვს. Amazon Prime-ს დოკუმენტური ფილმი 6 342 შემფასებლიდან 1 ქულით 6007-მა ადამიანმა შეაფასა, რაც საერთო ხმების 94,7%-ია. Pogmentary-მ უმაღლესი შეფასება მხოლოდ 233 ადამიანისგან დაიმსახურა. ყველაზე დაბალრეიტინგიან სერიალებს შორის მეორე ადგილს თურქული […]