დიეგო მარადონას საკულტო მაისური აუქციონზე გაიყიდება

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, რომელმაც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ, დიეგო მარადონას მაისური გაუცვალა, საკულტო მაისურის გაყიდვას აუქციონზე აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული დიეგო მარადონას მაისური £4 მილიონადაა შეფასებული.

“აცტეკაზე” გამართულ შეხვედრაში, მარადონამ ინგლისის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა. ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს მარადონას ერთ-ერთი გოლი კარგად ახსოვს – “ღმერთის ხელის” გოლად წოდებული საოცრების შედეგად, ინგლისის ნაკრებმა მუნდიალზე ასპარეზობა დაასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჯორჯ ჰოჯმა მარადონას მაისური გაუცვალა.

2020 წელს, BBC-სთან საუბარში, ჰოჯი აღნიშნავდა, რომ მარადონას საკულტო მაისურის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა 16 თვის შემდეგ, ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა აზრი შეიცვალა.

“35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ნივთის ამაყი მფლობელი გახლდით. საფეხბურთო სამყაროსთვის მას ღრმა კულტურული დატვირთვა აქვს. დარწმუნებული ვარ ახალი მფლობელი იამაყებს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე საკულტო საფეხბურთო მაისურს ფლობს”, – აღნიშნა ჯორჯ ჰოჯმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო მარადონას მაისურის აუქციონზე გაყიდვის შედეგად, ჯორჯ ჰოჯი £4-£6 მილიონის მიღებას შეძლებს.

დიეგო მარადონას საკულტო მაისური აუქციონზე გაიყიდება

სტატიის ავტორი
-