დინამო კიევი: ,,რუსო ჯარისკაცებო, идите нах*й!”

უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ,,დინამო კიევი”  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიმართ განცხადებას ავრცელებს:

,,რუსო ჯარისკაცებო! თუ უკრაინის ტერიტორიაზე ნამდვილად არიან ,,ბანდერელები” (უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ) და სხვა გამოგონილი პერსონაჟები ავადმყოფური პროპაგანდისტული ფანტაზიით, მაშინ ეს უკრაინის მთელი მოსახლეობის 100%-ია! აქ გასათავისუფლებელი არავინაა, შებრუნდით და идите нах*й!

უკრაინა თავისუფალი ხალხის ქვეყანაა!” – წერია კიევური გუნდის ტვიტერის გვერდზე.


21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.


დინამო კიევი: ,,რუსო ჯარისკაცებო, идите нах*й!”

სტატიის ავტორი
-