დინამო კიევის ესპანელი ლეგიონერის ღირსეული საქციელი

“დინამო კიევის” ესპანელმა ლეგიონერმა – ფრან სოლმა, რომელიც ამჟამად “ეიბარში” ასპარეზობს, უკრაინელი დევნილები შეიფარა. “დინამო კიევის” მაისურით ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ესპანელმა ფორვარდმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. “ტენერიფესა” და “ეიბარში” იჯარის წესით გატარებული 2 სეზონის მიუხედავად, ფრან სოლი კვლავ უკრაინული კლუბის საკუთრებაა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას მწვავედ განიცდის.

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, ესპანელი ფეხბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება მალე დასრულდება.

“ეს არის უმცირესი, რისი გაკეთებაც უკრაინელი ხალხისთვის შეგვეძლო. მე და ჩემი ოჯახი მოხარული ვართ, რომ ჩვენს სახლში იმყოფებით. იმედი მაქვს, ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება მალე დასრულდება და თქვენს სამშობლოში დაბრუნებას შეძლებთ. დიდება უკრაინას!

დინამო კიევის ესპანელი ლეგიონერის ღირსეული საქციელი

სტატიის ავტორი
-