დორტმუნდი Vs. დინამო კიევი – საქველმოქმედო მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად | VIDEO

უკრაინის მხარდასაჭერად “დორტმუნდმა” და “დინამო კიევმა” საქველმოქმედო მატჩი გამართეს. დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართული შეხვედრა, მასპინძელთა მარცხით 2:3 დასრულდა.. საქველმოქმედო მატჩს 35,000 გულშემატკივარი დაესწრო და უკრაინის მხარდასაჭერად €400,000 შეგროვდა.

უკრაინული კლუბი ევროპის მასშტაბით საქველმოქმედო მატჩებს მართავს. “ევროპული ტური მშვიდობისთვის” ფარგლებში “დინამო კიევმა” 4 მატჩი გამართა. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდში უკრაინელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.

დორტმუნდი Vs. დინამო კიევი – საქველმოქმედო მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად | VIDEO

სტატიის ავტორი
-