დრეიკმა არგენტინის ნაკრების მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო

დრეიკმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ეროვნული ნაკრების გამარჯვება ივარაუდა.

კანადელმა რეპერმა ,,ალბისელესტეს” მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო და ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დრეიკმა რამდენიმე თვის წინ, 833 ათასი კანადური დოლარი (600 ათასი ამერიკული დოლარი) ,,ბარსელონასა” და ,,არსენალის” მოგებებზე დადო. ,,მეთოფეებმა” იმარჯვეს, თუმცა კატალონიური კლუბი ,,რეალთან” 1:3 დამარცხდა. ,,ბარსელონას” მოგების შემთხვევაში, კანადელი 2 835 000 დოლარით გამდიდრდებოდა.

მანამდე კი კანადელმა 239 ათასი დოლარი ჟოზე ალდოსთან მერაბ დვალიშვილის მარცხზე განათავსა – შეხვედრა UFC-ის ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.

დრეიკმა არგენტინის ნაკრების მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო

სტატიის ავტორი
-