დროის გაყვანის უჩვეულო ქმედება და ყვითელი ბარათი 92-ე წუთზე | VIDEO

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში, “პსჟ” “მარსელს” დაუპირისპირდა. პარიზში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

“მარსელის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლიგა 1-ის საჩემპიონო ბატალიები პრაქტიკულად დასრულდა – ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, “პარი სენ-ჟერმენი” უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩემპიონის ტიტული დათმოს.

“პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” დაპირისპირების 92-ე წუთზე, პარიზელთა კიპერმა დროის გაყვანის უჩვეულო ხერხს მიმართა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ჯიჯი დონარუმა არასპორტული საქციელისათვის ყვითელი ბარათით დასაჯა.

დროის გაყვანის უჩვეულო ქმედება და ყვითელი ბარათი 92-ე წუთზე | VIDEO

სტატიის ავტორი
-