ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩებიც გადაიდოს

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრემიერლიგის არამხოლოდ მე-7, არამედ მე-8 ტურიც გადაიდოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომავალ შაბათ-კვირას ჩანიშნულ მატჩების ჩატარებას საფრთხე, შესაძლებელია, პოლიციელთა ნაკლებობის გამო შეექმნას, რადგან სამართალდამცველთა დიდ რაოდენობას დედოფლის დაკრძალვის ორგანიზებაში გამოიყენებენ.

სავარაუდოდ, ელისაბედ მეორეს ორშაბათს, 19 სექტემბერს, დაკრძალავენ, რის გამოც ლონდონში უამრავი ადამიანი (მათ შორის ქვეყნის ლიდერები და პოლიტიკოსები) ჩავა.

70-წლიანი მმართველობის შემდეგ, ელისაბედ II გუშინ, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩებიც გადაიდოს

სტატიის ავტორი
-