ელტონ ჯონი უოტფორდის მატჩს დაესწრო – ვარსკვლავი ჩისკოსაც შეხვდა

ინგლისის ჩემპიონშიფის ბოლო ტურში ,,უოტფორდმა” ,,სუონსის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი – ელტონ ჯონი დაესწრო, რომელიც მატჩის შემდეგ ,,ონავრების” მთავარ მწვრთნელს, ჩისკო მუნიოსსაც შეხვდა.

74 წლის ვარსკვლავი ,,უოტფორდს” ბავშვობიდან ქომაგობს და ორჯერ (1976-1987 და 1997-2002 წლებში) გუნდის მფლობელიც იყო. მუსიკოსი დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია.

ელტონ ჯონთან ერთად გადაღებული ფოტოები ჩისკომ ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.


 

View this post on Instagram

 

A post shared by ̃ (@xisco28m)


 

ელტონ ჯონი უოტფორდის მატჩს დაესწრო – ვარსკვლავი ჩისკოსაც შეხვდა

სტატიის ავტორი
-