ემილიანო სალა 1990-2019

ბრიტანელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ წყლიდან ამოყვანილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის. დორსეტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს ემილიანო სალას ოჯახს.

“პორტლენდის პორტში 2019 წლის 7 თებერვალს გადმოსვენებული ცხედარი იდენტიფიცირებულია. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ მაშველებმა წყლიდან ემილიანო სალას ცხედარი ამოიყვანეს.”

“ემილიანო სალასა და პილოტის, დევიდ იბოტსონის ოჯახის წევრებს უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ”, – განაცხადეს დორსეტის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ემილიანო სალა 1990-2019 1

აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბმა “კარდიფმა” სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და ემილიანო სალასა და დევიდ იბოტსონის ოჯახებს თანადგომა აღუთქვა.

ემილიანო სალა 1990-2019

სტატიის ავტორი
-