ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო ინციდენტების საგამომძიებლო ბიურო (AAIB) სანაპიროზე გამორიყული თვითმფრინავის სავაძლები იპოვა. ნავარაუდევია, რომ ეს სავარძლები სწორედ დაკარგული თვითმფრინავს ეკუთვნის, რომელშიც “ნანტის” ყოფილი ფეხბურთელი, ემილიანო სალა იმყოფებოდა.
AAIB სამძებრო სამუშაოების წყლისქვეშ ჩატარებას გეგმავს – მათი ცნობით, GoFundMe-ის კამპანიის საშუალებით, €300,000-ის შეგროვება მოხერხდა.
ემილიანო სალა, კერძო თვითმფრინავის პილოტ დევიდ იბოტსონთან ერთად, 21 იანვარს გაუჩინარდა. უკანასკნელი ცნობით, ისინი ნორმანდიის კუნძულებთან ჩამოვარდნენ, რომელიც ლა-მანშის სრუტეში მდებარეობს.